ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი „პარალელები“
2022-2023 სასწავლო წელს 173-ე საჯარო სკოლაში მუშაობს აგრძელებს ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი „პარალელები“.
კლუბში გაწევრიანებული არიან X- XI კლასის მოსწავლეები. კლუბი მუშაობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად. კლუბის მეცადინეობა იმართება კვირაში ორჯერ- ორშაბათს და ოთხშაბათს 14:30 საათზე, ერთი სამუშაო შეხვედრა 2 აკადემიური საათი.
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს:
- ქართული ლიტერატურის მსოფლიო ლიტერატურულ კონტექსტში გააზრებას;
- ლიტერატურული პარალელების მოძიება-შესწავლას;
- მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს.
- მოსწავლეებში ჰუმანიტარული სააზროვნო უნარ-ჩვევების და შემოქმედების განვითარებას;
- მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან კონსტრუქციულ კომუნიკაციას; გუნდურ მუშაობას.
- მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
.კლუბის სამუშაო გეგმა:
საკლუბო შეხვედრებზე განიხილება ქართული ლიტერატურის კონკრეტული ნიმუშები, უცხოურ პარალელებთან კავშირში;
- ლიტერატურის განვითარების პერიოდები;
- სათავეებთან ( 4 გაკვეთილი ქართულ ფოკლორზე);
- ქართული აგიოგრაფია;
- დანტე და რუსთაველი;
- გურამიშვილი- ქართული ლექსის ევროპეიზაცია;
- სულხან-საბას ცხოვრება და მოღვაწეობა;
- რომანტიკოსები;
- ქართული და ევროპული რომანტიზმი ურთიერთმიმართებისთვის;
- რეალიზმი;
- ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და საქმიანობა;
- აკაკი წერეთელი; ვაჟა და მითოსი
კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს;
ბ) კლუბი მუშაობას საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ შიდა დაცვა დამატებით.
.კლუბში გაწევრიანების უფლება:
კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. კლუბში გაწევრიანებულია X-XI კლასების ყველა მსურველი მოსწავლე, რომელიც შეიცავს ლიტერატურულ სიყვარულს.
მოსწავლეთა მიღების კლუბში ხდება შესაბამისი განაცხადის წარდგენა და კლუბის კურატორთან (ლია თუშურთან) გასაუბრებაზე.
კლუბების ხელმძღვანელობს ქართულის პედაგოგი, ლია თუშური.
23 იანვარს განახლდა ლიტერატურული კლუბის მუშაობა. შეხვედრის მთავარი თემა იყო შუასაუკუნეობრივი მწერლობის ზოგადი მიმოხილვა. ეპოქა და ლიტერატურული პროცესები.
No comments:
Post a Comment